წყალტუბოში ჯანდაცვის სკოლა
გაიხსნება, სადაც სამედიცინო სფეროს სპეციალისტებს მოამზადებენ. ინფორმაციას ამის შესახებ წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
სასწავლებელში ქართველებთან ერთად უცხოელ სტუდენტებიც ისწავლიან. გახსნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სკოლა წყალტუბოში მსურველებს შესთავაზებს: საექთნო, სამკურნალო-სარეაბილიტაციო, აკადემიურ პროგრამებს.
სკოლისთვის სავარაუდო ადგილმდებარეობის შერჩევის მიზნით საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ზურაბიანს, მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს, მოადგილეს ალექსანდრე დადუნაშვილსა და ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელს სალომე ქუთათელაძეს შეხვდნენ.
სად განთავსდება ჯანდაცვის სკოლა ჯერჯერობით უცნობია.