ქუთაისში მოსწავლეებს
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის პროფილაქტიკური გამოკველევების ჩასატარებლად ქუთაისის მერიამ 35 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. წინანდებების მირება 17 თებერვალს იწყება და 21 თებერვალს მთავრდება. I, II, III, IV, და VII კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევის შემდეგ პათოლოგიების გამოვლენის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების წერილობითი ინფორმირება უნდა მოხდეს. ბავშებს შეამოწმებენ ექიმ-ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგები, ორთოპედი და ქირურგები. გამოკვლევა სულ 13 066 პირს უნდა ჩაუტარდეს.