სამედიცინო მომსახურების გამოძახებათა მართვისა და ხარისხის
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უამინდობას ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გადაადგილების მხრივ პრობლემები არ შეუქმნია და ასევე განმარტავენ,რომ არც გამოძახებების რიცხვი გაზრდილა.
” გუშინელი დღის მონაცემებით დაფქსირდა 101 გამოძახება, რომელიც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია უამინდობის პერიოდში.თოვლს არანაირი შეფერხება არ შეუქმნია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის,”-განაცხადა სამედიცინო მომსახურების გამოძახებათა მართვისა და ხარისხის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ