ჯანდაცვის სამინისტრო სკოლებისა
და საბავშვო ბაღების მონიტორინგის გამკაცრებას დღეიდან იწყებს. იმ შემთხვევაში თუ გაცდენების რიცხვი 40% გადააჭარბებს სასწავლო პროცესი 3 დღით შეჩერდება. შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართდება გრიპისმაგვარი ვირუსის ჩივილების მქონე გამოძახებები და ზარები და უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით ოთხი საავადმყოფო იმუშავებს 24 საათის განმავლობაში.
“ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია ოთხი საოჯახო ცენტრი და კლინიკა, რომლებიც პირველ რიგში გააკეთებენ რეაგირებას გრიპის ვირუსთან დაკავშირებულ ზარებზე. ამ შემდეგ თუ საჭირო იქნება პროცესში ჩაერთვება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. გახშირებული შემთხვევების შემთხვევაში აუცილებელი იქნება ალბათ სასწავლო პროცესის გარკვეული დროით შეჩერება,”-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ.