2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,
დაზღვევის დაფინანსება 100 მილიონი ლარით მცირდება და 500 ათასზე მეტი ადამიანი საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს. “უნდა მოხდეს მკაფიო გამიჯვნა კერძო დაზღვევასა და საყოველთაო ჯანდაცვას შორის. ეს ავტომატურად არ გამოიწვევს იმას, რომ ყველა ადამიანი, რომელიც კერძოდ არის დაზღვეული, გადადის მხოლოდ კერძო დაზღვევის იმედზე,” – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. მისივე განმარტებით, საყოველთაო დაზღვევით მხოლოდ ის ადამიანები ისარგებლებენ, რომლებიც არ არიან კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეული.”ვისაც აქვს კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო დაზღვევას აღარ მიიღებს. კერძო სადაზღვევო კომპანია გადაუდებელი შემთხვევების 90%-ის შემთხვევაში უშვებს: – “ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მე”. აი, ეს აღარ იქნება. ორმაგი ხარჯი გამოდის. რეალურად 535 ათასი ადამიანი, რომელიც დაზღვეულია კერძოდ, ასევე საყოველთაო ჯანდაცვას იყენებს. აი, ეს გაიმიჯნება”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.