ქუთაისის მერია „ზამთრის ლიდერთა სკოლა 2023“-ის მონაწილეთა შერჩევას იწყებს.
პროექტში ჩართვა შეუძლიათ 14-დან 29 წლამდე ქუთაისელ ახალგაზრდებს.

 მიმდინარე წელს, „ლიდერთა სკოლა“ პირველად იქნება საერთაშორისო და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქებიდან 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები (თითოეულ ნაკადში 5 მონაწილე).
 ლიდერთა სკოლა გაიმართება საქართველოს ზამთრის რომელიმე კურორტზე.
 ზამთრის ლიდერთა სკოლაში ახალგაზრდები გაემგზავრებიან ეტაპობრივად – 2 ნაკადად.
14-18 წლამდე მოსწავლეები – 1 ნაკადი და 18-29 წლამდე ახალგაზრდები -1 ნაკადი.
 შერჩეული მონაწილეებისთვის გაიმართება ტრენინგები თემაზე : „ახალგაზრდების საკვანძო კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა და პროექტების წერის უნარ-ჩვევების განვითარება.”
 განაცხადები მიიღება მ/წ 26 თებერვლამდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *