საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდა.
ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან 36 სკოლაში სწავლა აუდიტორიებში მიმდინარეობს. ორი სკოლა სარემონტო სამუშაოების გამო ორი კვირით დინსტანციურ რეჟიმზე რჩება.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მრავალკონტინგენტიან სკოლებში მოსწავლეთა დიდი ნაკადის სამართავად სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში განაახლეს და მოსწავლეების ნაწილი ისევ ონლაინ რეჟიმზე რჩება. მათივე ინფორმაციით, სკოლები რეგულაციებს სრულად იცავენ.
,, მრავალკონტინგენტიანმა სკოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება დარჩნენ ჰიბრიდულ რეჟიმზე, რაც არ გვაფერხებს, რომ დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. სასწავლო დაწესებულებაში შესვლამდე მოსწავლეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. არავქცინირებულ პედაგოგებს ყოველ კვირაში PCR ტესტირება უტარდებათ. ვაქცინირეულებს PCR ტესტირება უტარდებათ ორ კვირაში ერთხელ, ხოლო ანტიგენ ტესტირება – ყოველ კვირაში,’’-ამბობს ქუთაისის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშილი.
ამ დროისთვის ქუთაისის მასშტაბით, ჯამში სასკოლო დაწესეულების 1434 თანამშრომელია ორჯერადად აცრილი, აქედან – 1229 პედაგოგი. Რაც შეეხება ბუსტერის სტატისტიკას, რესურს ცენტრში აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.
ქუთაისში ჯამში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.