,,ტრანზიციაში დაკარგულები’’

-ასე ეწოდება საერთაშორისო პროექტს, რომლის მიზანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საბჭოთა რეალობის კვალის გააზრება და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სახელმწიფოს შენებისკენ მიმართული სირთულეების დაძლევაზე ალტერნატიული ცოდნის მიწოდება წარმოადგენს. პროექტს საქართველოში საბჭოთა მემკვიდრეობის კვლვის ლაბორატორია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ის ადამიანები ხვდებიან, რომლებმაც გვიანი საბჭოთა პერიოდის საქართველოში იცხოვრეს და მათ დღევანდელ საქართველოში საბჭოურ მემკვიდრეობაზე და მის დაძლევის გზებზე ესაურებიან.  სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქუთაისში, სკოლა ,,პროგრესში’’, რომელსაც ჟურნალისტი ზვიად ქორიძე უძღვებოდა. ზვიად ქორიძემ საბჭოური გავლენით ქართველთა მეხსიერებაში დღემდე დაუძლეველ ორ ბარიერზე -კორუფციაზე და ქურდული მენტალიტეტის სუბკულტურაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეს ორი ბარიერი იმდენად ღრმად არის ჩაბეჭდილი საზოგადოების ცნობიერებაში, რომ მათი აღმოფხვრა და ახალ რელსებზე გადაწყობა დღემდე ვერ ხერხდება, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება.

 

,,საბჭოთა პერიოდის საქართველოში კორუფციის კანონიზება მოხდა. საბჭოთა კავშირმა ხალხს მოპარვის შესაძლებლობა მისცა და საზოგადოება დღემდე თვლის, რომ კორუცია ქართული ,,ჯიგრული პონტია’’. ეს უნდა იყოს დაგმობილი, კორუფცია სამარცხვინო უნდა გახდეს. თუ საბჭოთა სუბკულტურა არ იქნა დაძლეული, ეს გაუიოლებს ვლადიმერ პუტინს მიზანს, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი,’’-აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

პროექტის ფარგლებში ქუთაისში ასევე შეხვედრა გაიმართა ფოტოგრაფ გურამ წილახაშვილთან, რომელმაც ასევე საბჭოთა მემკვიდრეობაზე ისაუბრა.

პროექტი სამ ქვეყანაში: საქართველოში, უკრაინაში და ბელარუსიაში მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *