დღეს საგამოცდო პროცესში

Პედაგოგები ჩაერთვნენ. Მათ კომპეტენცია პროფესიულ უნარებში დაადასტურეს. Პროფესიული უნარების ტესტირებაზე გამოცხადდა 69%-ზე მეტი აპლიკანტი. Დაიგვიანა 4-მა მათგანმა.

Მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

Დღეს კი აბიტურიენტებმა ბიოლოგიის გამოცდა ჩააბარეს. დღევანდელ სესიაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო დღევანდელ ტესტირებაზე არ გამოცხადდა სულ 15-მდე გამოსაცდელი.

ხვალ პედაგოგები ისევ პროფესიული უნარებში დაადასტურებენ კომპეტენციას, აბიტურიენტები კი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ქიმიის გამოცდას ჩააბარებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *