Ერთიანი ეროვნული გამოცდები
Გრძელდება. Ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ოცდახუთივე საგამოცდო ცენტრში ისტორიის გამოცდა ჩატარდა.
Გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელ სესიებზე განაწილებულებიდან გამოცხადდა 92%- მდე აბიტურიენტი. დაიგვიანა 9 გამოსაცდელმა.
დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 35-მდე აბიტურიენტი.
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ისტორიის გამოცდით გაგრძელდება.
ეროვნული გამოცდები უკვე ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებსა და მათემატიკაში.