ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი
გრძელდება. როგორც ააიპ “ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი აცხადებს, ბაღებში აღსაზრდელების რაოდენობა იმატებს.
1-ლ მარტს კოვიდ 19-ის გამო სასწავლო პროცესი 3 ბაღში ვერ განახლდა. წიტაიშვილის თქმით, ამ დროის მონაცემებით, 37 ბაღიდან სასწავლო პროცესი კვლავ ვერ ახლდება ერთ, 29-ე საბავშვო ბაღში. აქ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და ის ბაღის თანამშრომელს დაუდასტურდა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებს ფუნქციონირების განახლების უფლება 1-ლი მარტიდან მიეცათ.
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია, სადაც 8500 აღსაზრდელია.