ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება
განაახლა. როგორც ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, მუშაობა ასევე ყველა ფილიალში რეკომენდაციების დაცვით განახლდა. აუცილებელია პირბადის ტარება როგორც თანამშრომლებისათვის, ასევე მკითხველებისათვის. ბიბლიოთეკაში შესული ყველა წიგნი სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება. ბიბლიოთეკაში განთავსებულია სანიტაიზერები, დეზობარიერები და ტარდება თერმოსკრინინგი.
ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მაგიდებზე მკითხველები დისტანციის დაცვით თითო მაგიდის გამოტოვებით განთავსდებიან. რეგულაციების დაცვას დარბაზის თანამშრომლები გააკონტროლებენ.
საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას განსხვავებულ რეჟიმში გააგრძელებს და შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს. სხვა დღეებში ბიბლიოთეკა მკითხველებს 10:00 დან 18:00 საათამდე მიიღებს.