Სასწავლო პროცესი სკოლებში
18 იანვრიდან განახლდება. Ამის შესახებ ინფორმაციას განათების სამინისტრო ავრცელებს. მეორე სემესტრში Სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება ქუთაისში. Ასევე, იმერეთიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
“Ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით,”-აცხადებენ განათლების სამინისტროში.
სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.
Სკოლებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტის თვიდან შეწყდა. Კოვიდ 19-ის გამო სწავლა სკოლებში სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმებში მიმდინარეობდა.