23 დეკემბრიდან ქუთაისში ბაგა-ბაღების
აღსაზრდელებზე საახალწლო ნობათების გაცემა დაიწყება. ააიპ “ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის განცხადებით, ნობათების დარიგება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღსაზრდელების მშობლები პროდუქტებს ბაღებში მიიღებენ.
ნობათებში შემდეგი სახის პროდუქტები შევა: შაქარი, კარტოფილი, კარაქი და მაწონი. ასევე იქნება საახალწლო ტკბილეული სხვადასხვა სახის კანფეტისა და შოკოლადის სახით.
საახალწლო ნობათებს ჯამში 8 234 აღსაზრდელი მიიღებს.
რაც შეეხება სწავლის განახლებას ჯერ-ჯერობით თარიღი უცნობია. გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნული ეპიდ ვითარებაზეა დამოკიდებული.
ქუთაისში 37 საჯარო საბავშვო ბაღია.