ქუთაისში ერთი კვირის განმავლობაში
სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. პარასკევამდე სკოლებში მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება, ხოლო არჩევნების შემდეგ, მომავალი კვირის ორშაბათსა და სამშაბათს სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.
სასწავლო პროცესი მომავალი კვირის ოთხშაბათიდან უნდა განახლდეს.
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან საარჩევნო უბნები 36 მათგანშია მოწყობილი, ხოლო 10 კერძო სკოლიდან ერთში.
აჭარის გარდა, საქართველოს მასშტაბით ასეთი 1419 სკოლაა.