ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა. მისი თქმით, დღეს ქუთაისს ელის და ევალება ახალი მისია ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში. მისივე განმარტებით, ქუთაისის საერთაშირისო უნივერსიტეტი არის საქართველოს გაწვდილი ხელი აფხაზეთისა და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის.
“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორიც იყო თავის დროზე, 1918 წელს, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა – მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო, დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო. საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც მეცნიერებისა და უახლესი მიღწევების გათვალისწინებით, ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ უმაღლესი დონის განათლება ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებებში,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს 245 სტუდენტი მიიღო.