12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის
ტერიტორიაზე, ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, 1-ლი ოქტომბრიდან აჭარის გარდა, 1-ლიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში დაიწყებენ. მშობლების სურვილის შემთხვევაში, მათი შვილები სასწავლო პროცესს დისტანციური ფორმით გააგრძელებენ.
რაც შეეხება უნივერსიტეტებს, აჭარის რეგიონის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან.