ქუთაისში მე-9 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოცხადა.
სატედნერო დოკუმენტაციის მიხედვით, მე-9 სკოლაში შესაძლებელი იქნება განთავსდეს 652 მოსწავლე. დაპროექტებულია ერთი მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი.
პროექტით, ასევე გათვალისწინებულია სპორტულ დარბაზში ცალ-ცალკე გასახდელების მოწყობა ბიჭებისთვის და გოგონებისთვის. გათვალისწინებულია პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სკოლასთან, მათ შორის სპორტულ დარბაზთან.
სკოლაში და მის მიმდებარედ გაკეთდება პანდუსები, შენობაში დამონტაჟდება ლიფტი.
სკოლის რეაბილიტაციისათვის 3 მილიონ 166 ათას 972 ლარია გამოყოფილი.
სატრედნერო წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბერს დასრულდება.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა დასრულდეს.