პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირების ტესტირება 5 და 6 სექტემბერს დილის 09:00 საათიდან დაიწყება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების მიზნით.
პროფესიული ტესტირების წინა დღეს, ონლაინ რეჟიმში, ჩატარდება საცდელი ტესტირება.
პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს საგამოცდო ბარათების შესახებ, რომლებიც გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.