ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. მუნიციპალური
განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (“საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი რეგიონული განვითარებისთვის” პროგრამის განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოყენებულ იქნება ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობის განსხორციელებლად.
სამუშაოების შესასრულებლად 2 მილიონ 516 ათას 72 ლარია განკუთვნილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 21 სექტემბერს დაწყება და 25 სექტემბერს დასრულდება.