ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ვაკანსიებს აცხადებს. უნივერსიტეტი კადრების
შერჩევას შემდეგი მიმართულებებით იწყებს HR, საერთაშორისო და უცხო ენების ცენტრის ვაკანსიები; საგანმანათლებლო ერთეულის ადმინისტრაციული ვაკანსიები; აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის ვაკანსიები.
HR, საერთაშორისო და უცხო ენების ცენტრის ვაკანსიები ასე გამოიყურება: ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კოორდინატორი, უცხო ენების ცენტრის კოორდინატორი.
საგანმანათლებლო ერთეულის ადმინისტრაციული ვაკანსიები შემდეგია: საგანმანათლებლო ერთეულის ადმინისტრაციული კოორდინატორი, საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო პროცესის სპეციალისტი (სამი ვაკანტური პოზიცია), პროფესორის ადმინისტრაციული თანაშემწე (ორი ვაკანტური პოზიცია).
აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის ვაკანსიები ასეთია:
მათემატიკის პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის შემდეგი ვაკანტური თანამდებობები: სწავლების ასისტენტი და პროფესორის ასისტენტი.
კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის შემდეგი ვაკანტური თანამდებობები: სწავლების ასისტენტი და პროფესორის ასისტენტი.
მენეჯმენტის პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის შემდეგი ვაკანტური თანამდებობები: სწავლების ასისტენტი და პროფესორის ასისტენტი.
დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
ფოტო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი