15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება. ამის შესახებ
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში განახლების საშუალებას არსებული ეპიდსიტუაცია იძლევა.
,,დღევანდელი ეპიდსიტუაციდან გამომდინარე, რაც შეეხება სექტემბერში სწავლის დაწყებას სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებში აუდიტორიებში. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში. რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციებს, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური.”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.