დღეს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. გამოცდების
ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 94%-ზე მეტი გამოცხადდა. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
“უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, გასწორების პროცესი ყველა პროცედურის შესაბამისად დაიწყო. შედეგების გამოქვეყნება, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება,”-აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.
ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.