პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა სრულად გაითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს, დაწესებულება აღიჭურვება უახლესი ტექნოლოგიებით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით; სასწავლო სივრცეებთან ერთად, მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი, ასევე დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა.
სასწავლებელი 250 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. მათ შესაძლებლობა ექნებთ ტურიზმის სხვადასხვა მიმართულება, აგრონომიის, ვეტერინარიის და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები შეისწავლონ. სასწავლებლის მშენებლობაზე 5 577 000 ლარი დაიხარჯება. კოლეჯი ფუნქციონირებას 2021 წლიდან დაიწყებს.