იმერეთში, საჭიროების შემთხვევაში, აბიტურიენტებს PCR ტესტირება უფასოდ
7 კლინიკაში ჩაუტარდებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
იმერეთში ეს კლინიკებია: ქუთაისში, შპს “ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკა” – ნიკეას ქ. №46-ბ; შპს “ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახ. საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი”- თამარ მეფის № 5/7; შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი”- ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება – ჩხობაძის ქ. №20; სს “ევექსის ჰოსპიტლები” – ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი – ოცხელის ქუჩა ნაკვეთი N2; შპს “ბომონდი” – ზ. გამსახურდიას გამზ. N163; შპს-ლჯ და კომპანია დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი – ჩხობაძის ქ. 20; საჩხერეში – სს “საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება” – ივ. გომართელის ქუჩა N17 შენობა N01.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული.იმის დასტურად, რომ პირი ნამდვილად მონაწილეობს 2020 წლის გამოცდებში, ამბულატორიულ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.”- წერია განცხადებაში.
ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.