ქუთაისში ,,პროფკავშირული სკოლის” დახურვის ცერემონიალი გაიმართა. კურსი
შრომით უსაფრთხოებასა და უფლებებზე 20-მდე მსმენელმა გაიარა.
,,პროფკავშირულმა სკოლამამ რეგიონის მოქალაქეების, სხვადასხვა საწარმოესა და ორგანიზაციებში მომუშავე მოქალაქეების, სამოქალაქო განათლება აამაღლა. ისინი არიან ბევრქად უფრო მომზადებულები და ბევრად უფრო ჩართულები ქვეყნის ყოფა-ცხოვრებაში.იციან საწარმოო შემთხვევებთან დაკავშირებით როგორ უნდა იმოქმედონ. როგორი ხარვეზებია შრომის კოდექსთან დაკავშირებით, როგორია საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები საერთაშორისო დონეზე, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალური საკითხია, უამრავი საწარმოა ჭიათურაში, ტყიბულში და ა.შ. რეგიონს ჰყავს ადამიანები, რომელბიც ამ სოცდნას სხვას გადასცემენ.”- აღნიშნა საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.
პროექტი ,,პროფკავშირული სკოლა” ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ავსტრიის პროფკავშირების ფედერაციის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი პროექტის “რეგიონებისკენ! პროფკავშირული საგანმანათლებლო პროგრამა შრომითი უფლებების შესახებ თბილისის, აჭარის და იმერეთის რეგიონებში დასაქმებულთათვის” ფარგლებში იმერეთში პირველად განხორცილედა.