აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის
განახლება 16 მარტამდე გადაიდო. სასწავლო პროცესი სადეზინფექციო სამუშაოების გამო 9 მარტამდე იყო შეჩერებული.
,,საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის #434 განკარგულების საფუძველზე, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ნაცვლად 9 მარტისა, განახლდება 16 მარტს. “- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.