ქუთაისის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები სპეციალური ტექნიკური
ჯგუფის დახმარებით უკვე განხორციდა 1-ლ საჯარო სკოლაში. როგორც ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, დეზინფექცია სკოლის შიდა რესურსის გამოყენებითაც ხდება, ხოლო უმეტეს შემთხვევებში, სკოლები სპეციალური ტექნიკური ჯგუფების დაქირავებას ცდილობენ.
“ვფიქრობთ, რომ ეს ორი კვირა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ განხორციელდეს სადეზინფეციო სამუშაოები და ეტაპობრივად სკოლებში ყველა წერტილი დამუშავდეს. გაცემული გვაქვს რეკომენდაციები, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ჩართული სპეციალისტების ჯგუფი. გავამკაცრეთ მონიტორინგი, რომ რომ სკოლები დამუშავდეს არა მხოლოდ სარეცხი საშუალებებით, არამედ სპეციალური ხსნარებით. სკოლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გამოძებნონ რესურსი, რომ დაიქირაონ სპეციალური სამსახური რომ ეს პროცედურები განხორციელდეს,”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება სკოლებს, რომელთაც მცირე ბიუჯეტი აქვთ, როგორც მაია ცქიტიშვილი განმარტავს, მათ რეკომენდაცია განათლების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტთან გაეწევათ.
“ქუთაისში გვაქვს რამდენიმე სკოლა, რომელთაც მცირე ბიუჯეტი აქვთ. ვმუშაობთ, რომ თუ ისინი საკუთარი რესურსებით ან სპეციალური სამსახურის დაქირავებით ვერ ახერხებენ სამუშაოების ჩატარებას, ჩვენ გავუკეთებთ შუადგომლობას ჩვენი სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან. ისინი დაუფინანსებენ შესაბამისი სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯებს,”-ამბობს მაია ცქიტიშვილი.
ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა. სკოლებში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან 16 მარტამდე შეჩერდა.