ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 9 მარტამდე შეჩერდა. ადმინისტრაციის
ინფორმაციით, ამ პერიოდში სპეციალური ხსნარით მოხდება დაწესებულების დეზინფექცია.
,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაგეგმილია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა კორპუსში განთავსებული სასწავლო აუდიტორიებში, ლაბორატორიებში, დერეფნებში, დარბაზებსა და სველ წერტილებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.
უნივერსიტეტში დასამუშავებელი ფართობის (60 000კვ მეტრი) გათვალისწინებით და ახალი კორონავირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდება 2020 წლის 2 მარტს და განახლდება მ/ წლის 9 მარტს.” – ნათქვამია განცხადებაში.