2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა ცნობილია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა ასეთია:
ქართული ენა და ლიტერატურა – მაქსიმალური ქულა -70, საგამოცდო დრო: 3 საათი და 45 წუთი;
ზოგადი უნარები – მაქსიმალური ქულა -80, საგამოცდო დრო: ვერბალური ნაწილი – 1 საათი და 35 წუთი, მათემატიკური ნაწილი – 1 საათი და 35 წუთი;
უცხოური ენები: მაქსიმალური ქულა – 80, საგამოცდო დრო: 2 საათი და 30 წუთი;
ლიტერატურა: მაქსიმალური ქულა – 70, საგამოცდო დრო – 4 საათი;
მათემატიკა: მაქსიმალური ქულა – 59,საგამოცდო დრო – 3 საათი და 40 წუთი;
ისტორია: მაქსიმალური ქულა – 60, საგამოცდო დრო: 2 საათი და 40 წუთი;
გეოგრაფია: მაქსიმალური ქულა -60, საგამოცდო დრო: 2 საათი და 40 წუთი;
ბიოლოგია: მაქსიმალური ქულა – 70, საგამოცდო დრო: 2 საათი და 30 წუთი;
ქიმია: მაქსიმალური ქულა – 75, საგამოცდო დრო: 3 საათი და 40 წუთი;
ფიზიკა: მაქსიმალური ქულა – 75, საგამოცდო დრო: 3 საათი და 40 წუთი;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი: მაქსიმალური ქულა – 42, საგამოცდო დრო: 2 საათი და 35 წუთი;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: მაქსიმალური ქულა-70, საგამოცდო დრო: 3 საათი;
სამოქალაქო განათლება: მაქსიმალური ქულა – 60, საგამოცდო დრო: 3 საათი და 10 წუთი;
აფხაზური ენა: მაქსიმალური ქულა – 70; საგამოცდო დრო: 3 საათი და 45 წუთი;
ოსური ენა: მაქსიმალური ქულა – 70; საგამოცდო დრო: 3 საათი და 45 წუთი;
წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნული გამოცდებს ახალი მოდელით, სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში; უცხოურ ენაში. მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ. უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია; მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.
2020 წლიდან სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტებს სავალდებულო საგნებად ჩასაარებელი ექნებათ ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა.
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვები ძველი წესით განხორციელდება.
სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა.