,,მასწავლებლის ეროვნული სკოლის” კურსდამთავრებულები პროფესიაში შესვლის
შემდეგ დამატებით ტრენინგებს გაივლიან. როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო გორდეზიანმა განაცხადა მათი საჭიროებებიდან გამომდინარე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი იზრუნებს შემდგომ პროფესიულ განვითარებაზე
ეროვნული სკოლის პირველი ეტაპი ჩვენ გათვლილი გვქონდა იმ საგნობრივი მიმართულებით, სადაც გამოიხატებოდა მკვეთრი დეფიციტი. ეს იყო გრძელვადიანი კურსები. დაახლოებით 100 საკონტაქტო საათი იყო სხვადასხვა საგნების მიმართულებით. ამის შემდეგ როდესაც შევლენ ესენი სკოლაში და მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ, აუცილებლად ჩავუტარებთ საგნის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით ტრენინგებს და ყველა იმ საჭიროებიდან გამომდინარე ისინი გაივლიან დისტანციურ კურსს პედაგოგიკაში. საჭიროებიდან გამომდინარე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი იზრუნებს მათ პროფესიულ განვითარებაზე”.- განაცხადა ნინო გორდეზიანმა.
ამ ეტაპზე ,,ეროვნული სკოლის” კურსდამთავრებულებისათვის რეგიონებში სერთიფიკატების გადაცემა მიმდინარეობს.
“მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ” ფუნქციონირება საქართველოს 12 ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, 1 ნოემბერს დაიწყო პედაგოგობის მსურველები უფასოდ გადაამზადა.
პროგრამაში სულ 1758 მასწავლებლობის მსურველი მონაწილეობდა. კურსი წარმატებით 1464-მა დაასრულა.