აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი ,,მე უნივერსიტეტი”

მეოთხე წელია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება აქვთ საკუთარი იდეები რეალობად აქციონ.

პროექტის ფარგლებში უკვე 10-მდე სტუდენტური ინიციატივა წახალისდა. მათ შორისაა : აწსუ მოლაშქრეთა კლუბი, სტუდენტური სამეცნიერო სივრცე,სტუდენტური ფასდაკლებები, “გავაფერადოთ” აწსუ, ველოსიპედების სადგომი, აწსუ სტუდენტური კვლევები,”ეს შენი, ჩემი, ჩვენი სივრცეა”.


ველოსიპედების სადგომი


მოლაშქრეთა კლუბის წევრები



,,რექტორის პროექტი “მე-უნივერსიტეტი” 2016 წლიდან ხორციელდება, განსაკუთრებით აქტიური კი ბოლო 2 სემესტრის განმავლობაში გახდა, სტუდენტების ჩართულობიდან გამომდინარე.გამოვყოფდი რამდენიმე საინტერესო სტუდენტურ ინიციატივას, მათ შორის ერთ-ერთია “აწსუ მოლაშქრეთა კლუბი”. იდეის ავტორები ძალიან აქტიური სტუდენტები არიან, ეძებენ ახალ ადგილებს, ეცნობიან და აცნობენ საქართველოს თავიანთ თანატოლებს.”- ამბობს პროექტის კოორდინატორი ლიკა გენელიძე.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა “სტუდენტური სამეცნიერო სივრცე”, რომლის იდეა საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებს ეკუთვნით. მათ უკვე შექმნეს მაკეტი “მზის ქალაქი”, რომელიც სამეცნიერო ფესტივალზე წარმოადგინეს.


დავით ფუტკარაძე და თორნიკე ფარჯიანი

,,აღსანიშნავია სტუდენტური ფასდაკლებების იდეა, რომლის ფარგლებშიც აწსუს სტუდენტებს ბარათის წარდგენის შემდეგ შეუძლიათ სხვადასხვა ობიექტში ისარგებლონ ფასდაკლებებით. ახლახანს დასრულდა პროექტი “გავაფერადოთ აწსუ”, სტუდენტების იდეა მიზნად ისახავდა ჭავჭავაძის კორპუსისათვის იერსახის გამოცოხლებას. რამდენიმე პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა, სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის ფოთიდან.პროექტის მიზანი აწსუ სტუდენტების ჩართულების ხარისხის ამაღლებაა, ასევე მათი მოტივაციის ზრდა, სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება” – ამბობს ლიკა გენელიძე.

“მე-უნივერსიტეტი” მიმდინარე წლის შემოდგომაზე ისევ გამოცხადდა. სტუდენტებს საპროექტო განაცხადების წარდგენა 1 ნოემბრიდან შეუძლიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *