წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტების
დაფინანსებას იწყებს. დაფინანსების მოპოვებაზე განაცხადის წარდგენა შეეძლებათ სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, დევნილები, დედით ან მამით ობლები, დედმამიშვილი ან ცოლ-ქმარი სტუდენტები, ან შედიან სხვა ჯგუფებში.
როგორც აწსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, მედეა ტაბატაძე ამბობს, სტუდენტთა კონკრეტული რაოდენობა გაწერილი არ არის და დაფინანსებას ყველა ის სტუდენტი მიიღებს, რომელიც თვითმმართველობაში განცხადებას შეიტანს და მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. სტუდენტები 100-დან 300-ლარამდე თანხით დაფინანსდებიან.
სტუდენტებმა განცხადებები 18 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ, რომელსაც თან პირადობის მოწმობა, სტუდენტის ცნობა და რომელიმე ჩამოთვლილი კრიტერიუმის არსებობის დამადასტურებელი ცნობა უნდა დაურთონ.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე