ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” 15 წლის
მოსწავლე იონა იობიძე “ნასადან” უკვე დაბრუნდა. ერთი კვირის განმავლობაში, მე-10 კლასის მოსწავლემ და მისმა თანაგუნდელებმა “ნასას” კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში ის კურსი გაიარეს, რასაც კოსმონავტები გადიან.
“ბარნის სმარტ ლაბირინთის” შემქმნელი გუნდის, “ობერტონი” ხუთი მოსწავლე – სოფიო ჩიხლაძე, მარიამ გამრეკელაშვილი, გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია და იონა იობიძე “ათასწლეულის ინოვაციის”კონკურსის გამარჯვებულები არიან.
რა გამოცდილება მიიღო ქუთაისელმა მოსწავლემ “ნასაში” და რამ განაპირობა მისი წარმატება, დეტალები მოისმინეთ სიუჟეტში.