ქუთაისის საჯარო სკოლებში წელს 2500-მდე პირველკლასელი შევიდა.
ამის შესახებ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ყველა მათგანს კომპიუტერები გადაეცა. როგორც მაია ცქიტიშვილი ამბობს, პირველკლასელთა რაოდენობა მობილობის მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს.
“სასწავლო წელი შეფერხების გარეშე დაიწყო. ქუთაისის მასშტაბით ხარვეზები არც ერთ სკოლაში არ დაფიქსირებულა,”-განაცხადა ცქიტიშვილმა.
ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე