იმერეთის მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყება ტყიბულის ორ სკოლაში გადაიდო.
სასწავლო პროცესი დაგვიანებით სოფელ მუხურას მეორე და სოფელ ძმუისის საჯარო სკოლებში დაიწყება. მუხურის სკოლაში სწავლა 23 სექტემბერს, ხოლო ძმუისის სკოლაში 30 სექტემბერს განახლდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის გადადება სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. მათივე განმარტებით, ასეთ სკოლებში გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.
საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი ჯამში 20-მდე სკოლაში გადაიდო.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე