შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის ეროვნული გამოცდების
სიახლეების შესახებ იფორმაცია გამოაქვეყნა. განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ახალი მოდელის მიხედვით აბიტურიენტები 3 სავალდებულო საგანს ჩააბარებენ. ესენია : ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა და მათემატიკა/ისტორია.
,,მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ. უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.” – წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია და მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.
საბალაკავრო პროგრამების ნახვა უნივერსიტეტების მიხედვით შესაძლებელია აქ – საბაკალავრო პროგრამები