რეზო ჭეიშვილის გადანახული ჩანაწერების მესამე ტომი გამოვა. წიგნის
დაბეჭდვას ქუთაისის მერია დააფინანსებს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. 300 ცალი წიგნის დასაბეჭდად 4 ათას 950 ლარია განკუთვნილი. სატენდერო წინადადებების მიღება 3 სექტემბერს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება.
გადანახული ჩანაწერები დღიურის ჟანრისაა. რეზო ჭეიშვილის ჩანაწერების გამოქვეყნება მის სიცოცხლეში ჟურნალში ,,მწვანე ყვავილა” დაიწყო და შემდეგ წიგნებად გამოიცა.