ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, პაოლო იაშვილისა და ტიციან
ტაბიძის ძეგლები დაიდგმება. ქუთაისის მერიამ ძელგების დამზადება-მოწყობისათვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირეულება 110 ათასი ლარია.
ძეგლები ცისფერყანწელთა ქუჩაზე, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, განთავსდება. ტიციანისა და პაოლოს ძეგლების ესკიზი მოქანდაკე გიორგი კიკვიძემ დაამზადა.
სატენდერო წინადადებები მიღება 20 აგვისტოს დაიწყება და 23 აგვისტოს დასრულდება.