მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში 4 სკოლის რეაბილიტაციისათვის
საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა.
სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს 23-ე, მე-9, მე-8 და 22-ე საჯარო სკოლებში. ოთხი საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეადგენად 333 ათას 955 ლარია გამოყოფილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 13 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება.
ფოტო:ქუთაისის # 23 საჯარო სკოლა