საჯარო სკოლებში ელექტრონულად დარეგისტრირებული
პირველკურსელების საბუთების მიღება დაიწყო.
პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის შესახებ; კანონიერი წარმომადგენლების პირადობის მოწმობის ასლები; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სკოლას უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათისა და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
საბუთების მიღება 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.