წერეთლის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
ფაკულტეტის ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორის, ირაკლი ჯულაყიძის პრეზენტაცია მოეწყო. ჯულაყიძემ ინდოეთში მისი სამეცნიერო ექსპედიციის შესახებ ისაუბრა და კვლევის წინასწარი ანგარიში წარადგინა. ის ინდოეთში მთვარის ფაზების ცვალებადობის გავლენას პრიმატების ქცევაზე სწავლობდა. ჯულაყიძის ექსპედიცია 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 18 მაისამდე მიმდინარეობდა.
“ვიკვლევდით მთვარის ფაზების ცვალებადობის გავლენას პრიმატების ქცევაზე. ვინიშნავდით მთავრის რომელი ფაზა იყო და ვიწერდით მონაცემებს. ექსპედიციაში მასალების მოპოვება მოხდა. დღეს არის წინასწარი ანგარიში თუ როგორ ჩატარდა ექსპერიმენტი, რა მიზანს მივაღწიეთ და რა დარჩა გასაკეთებელი,”-განაცხადა ჯულაყიძემ.
წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი დაკვირვებას რამდენიმე მიმართულებით აწარმოებდა, მათ შორის დაკვირვება ველურ ბუნებაში, ტაძარსა და ურბანულ გარემოში. მონაცემთა ჩაწერა ყოველდღიურად, 6-7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მომავალში ირაკლი ჯულაყიძე ირანში ვიზიტსა და ინდოეთში კვლავ ჩასვლას გეგმავს. ინდოელი კოლეგებიც ესტუმრებიან საქართველოს.