მასწავლებლების გამოცდები 10 ივლისს დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების
ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების განრიგი უკვე გამოაქვეყნა.
10 და 11 ივლისს პედაგოგები გამოცდას პროფესიულ უნარებში ჩააბარებენ; 12 ივლისს კი გამოცდა ქართული ენა და ლიტერატურა,მათემატიკა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV); ბუნებისმეტყველებაში (I-VI); ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI); მათემატიკაში (I-VI) ჩატარდება.
17 ივლისს გამოცდებს მუსიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენა და ლიტერატურის (VII-XII) პედაგოგები ჩააბარებენ.
18 ივლისს გამოცდებზე ფიზიკის, მათემატიკის (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ქიმის, სპორტის პედაგოგები გავლენ.
19 ივლისს კი გამოცდები შემდეგი საგნების პედაგოგებისათვის ჩატარდება: ბიოლოგია; ინგლისური ენა – წერითი ნაწილი; რუსული ენა – წერითი ნაწილი; გერმანული ენა – წერითი ნაწილი; ფრანგული ენა – წერითი ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი.
20 ივლისი უცხო ენის პრაქტიკულ გამოცდას დაეთმობა (ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი; რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი; გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი.)
21 ივლისს კი გამოცდაზე (პრაქტიკული ნაწილი) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგები გავლენ.
მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.