ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს პირველ ივლისს დაიწყება. შეფასებისა
და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების განრიგი უკვე გამოაქვეყნა.
1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა; 1 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა; 1 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა; 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები; 5 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა; 8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა; 8 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;
8 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა; 10 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია; 11 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია; 12 ივლისი (მეორე სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია; 16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია; 19 ივლისი (მეორე სესია) – სამოქალაქო განათლება; 22 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა; 23 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 5 ივლისს (მეორე სესია) ჩატარდება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.