ფრანგული გამომცემლობისათვის ილუსტრაციებს ქუთაისის
ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები შექმნიან. გამომცემლობა “მედუზამ” ცენტრს ქართული ზღაპრის “გვრიტი”-ს ილუსტრაციებით გაფორმება შესთავაზა. წიგნი ფრანგულ ენაზე სექტემბრის ბოლოს საფრანგეთში გამოვა. გამომცემლობა მას სხვადასხვა საერთაშორისო წიგნის ბაზრობასა და ფესტივალზეც წარადგენს.
“ქართული ზღაპარი “გვრიტი” ფრანგულად პირველად ითარგმნება. მისი ვიზუალურად გაფორმება პატარა ფრანგ მკითხველზე ეფექტის მოსახდენად ჩვენს მოსწავლეებს ანდეს. ეს ცენტრის სამხატვრო სკოლისათვის საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ვფიქრობ, გამოწვევას წარმატებით ვუპასუხებთ,”-განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა, ნატალი პატარიძემ.
პროექტში მონაწილეობას 15 მოსწავლე მიიღებს.