აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბული დიალექტოლოგიის საერთაშორისო
ასოციაციის მე-13 კონფერენცია (AIDA-13) გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების არაბისტები.
“მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე სტუმარია ჩამოსული. კონფერენციის მიზანია, არაბულ დიალექტოლოგიაში ბოლო ხანებში მომხდარი ცვლილებების გაცნობა. კოლეგები ამ დარგში შესრულებულ ნამუშევრებს წარადგენენ. 2018 წლის ორტომბერ-ნოემბერში ჩვენი უნივერსიტეტიდან პროფესორი გურამ ჩიქოვანი და მე ვიყავით ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთში. იქ ჩატარებული ექსპედიციის შედეგებს წარვადგენთ. ორ სოფელში, ჯოგარსა და ჯეინაუში, ჩავიწერეთ არაბული მეტყველება და შევისწავლეთ. გარდა ამისა ჩვენი უნივერსიტეტიდან უცხოელ კოლეგებთან ერთად კიდევ სხვებიც წარადგენენ ნაშრომებს.”- განაცხადა აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ზვიად ცხვედიანმა.
კონფერენცია დღეს, 10 ივნისს, გაიხსნა და 13 ივნისს დასრულდება.