აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა ისტორიების თვის ფარგლებში,
საჯარო ლექცია მოეწყო. ქალთა უფლებები და ხელოვნებისათვის მებრძოლი ქალები ასი წლის განმავლობაში – თემაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორმა, ქეთი ანთელავამ ისაუბრა.
“ვისაუბრეთ თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქალბატონების ისტორიის 100 წელიწადზე ამერიკაში. ეს არის დაახლოებით 1840 -1940 წელი. არა მხოლოდ სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლი ქალები არიან საინტერესო, არამედ ხელოვნების სფეროშიც მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. განვიხილეთ პერიოდი ელიზაბეთ სტენტონიდან გერთრუდ უითნიმდე. ელიზაბეტ სტენტონის სახელს უკავშირდება გრძნობათა დეკლარაციის მიღება. ეს არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდა ქალების ბრძოლა თავიანთი უფლებებისათვის. გერტრუდ ვითნიმ 1932 წელს დაარსა ვითნის სახელობის თანამედროვე ამერიკული ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ხელოვნების სფეროში ისეთივე ფასეული მოვლენა იყო, როგორც გრძნობათა დეკლარაცია,”-განაცხადა ანთელავამ.
რაც შეეხება თანამედროვე გამოწვევების გენდერის სფეროში, ქეთი ანთელავა ამბობს, რომ ფემინიზმი საზოგადოების მხრიდან არასწორად არის გაგებული, რაც უარყოფით რეაქციებს იწვევს.
“დღევანდელი ფემინიზმი იწვევს ზოგჯერ უარყოფით რეაქციას, რომელიც უნდა მოიხსნას იმის ჩვენების ხარჯზე, რომ ფემინიზმი არ ნიშნავს აუცილებლად პოლიტიკაში ჩართულს, აუცილებლად ბიზნესში ჩართულს. არსებობს ჩვეულებრივი დიასახლისი, რომელსაც აწუხებს პრობლემები და უნდა თანასწორობა მოიპოვოს. მთავრია, რომ ფემინიზმი სწორად იყოს გაგებული,”-ამბობს ანთელავა.
ქალთა ისტორიების თვედ მარტია მიჩნეული, თუმცა, როგორც ანთელავა ამბობს, ერთი თვე საკმარისი არ არის, როდესაც თემატიკა აქტუალურია.