გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ძირითადი
ეტაპი დღეს, 3 აპრილის, 18:00 საათზე დასრულდება. ვადის ამოწურვის შემდეგ, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის აპლიკანტები ვეღარ დარეგისტრირდებიან. 7 მაისის 18:00 საათამდე, მათ ჩასაბარებელი საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ.
საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.