ძლიერმა ქარმა წყალტუბოს სოფლებში: ქვილიშორსა და რიონში
სასწავლო დაწესებულებებს სახურავი გაახადა. ქარი იმდენად ძლიერო იყო, რომ თუნუქის გადახურვასთან ერთად , ხის ძელებიც მოგლიჯა. შემთხვევის ადგილებზე უკვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.
როგორც რადიო “ძველ ქალაქს” წყალტუბოს საგანმანთლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, რადგან საკლასო ოთხების მხარეს სახურავი დაზიანებული არაა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს საფრთხეს არ უქმნის.
“სოფელების რიონსა და ქვილიშორის სკოლებს ძლიერმა ქარმა სახურავის ნაწილი გადახადა. დაზიანებები არ არის საკლასო ოთახების თავზე, ამიტომ სასწავლო პროცესი არ გადადებულა. თუმცა შემცირდა გაკვეთილების დრო. მომხდარის შესახებ იციან ადგილობრივ თვითმმართველობაში, შესაბამის სამსახურებში და გატარდება ზომები”.- განაცხადა წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა.