ჭიათურაში, სოფელ მეჩხეურის საჯარო სკოლის პროექტის

მოსამზადებლად და მშენებლობისთვის  მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საჯარო სკოლის შენობა გათვლილი უნდა მოიცავდეს (თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს:

– 8 საკლასო ოთახი და 1 კლასლაბორატორია;

– სამასწავლებლოს და დირექციის ოთახი;

– ბიბლიოთეკის და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსი;

– სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის;

– ბუფეტი-(მცირედ დაკომპლექტებულ სოფლის სკოლებში (60 მოსწავლე) საჭიროა გამოიყოს ფართი მოსწავლეთა კვებისათვის. მინიმალური მოწყობილობით: 2 სექციიანი ელექტროღუმელით, ჭურჭლის სამრეცხაოთი და მაცივრით).

– დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;

– რეკრეაცია;

– ფოიე გარდერობით, დერეფანი.

– ღია ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი;

– საინჟინრო შენობა-ნაგებობები.

სამუშაოების შესასრულებლად ჯამში 1 მილიონ 279 ათას750 ლარია განკუთვნილი.

გარდა ამისა, იმერეთში ამ ეტაპზე, კიდევ 4 სკოლის მშენებლობა იგეგმება.


ჭიათურაში, სოფელ რგანში, 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება

ხარაგაულში, სოფელ კიცხში, 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება

ზესტაფონში, სოფელ არგვეთაში, 240 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება

წყალტუბოში, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *